თბილისის მერია - ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ორთაჭალაში გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება.

„ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტობანის გარკვეულ მონაკვეთში მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანება, ხოლო სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები შეინიშნება.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 6 მარტიდან უსაფრთხოებისა და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორთაჭალის ავტობანზე, ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გზის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება