ლატვია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარს კვლავ მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ლატვიის საგარეო უწყება ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურება.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით ქვეყნის უკუსვლის შედეგია. ლატვიამ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში მიიღო“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყება.