მარტა კოსი - საქართველოს ახალი კანონები უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეზე კიდევ ერთ თავდასხმას წარმოადგენს

საქართველოს ახალი კანონები უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეზე კიდევ ერთ თავდასხმას წარმოადგენს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ გამოხატვაზე სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, - წერს მარტა კოსი X-ზე.

მანამდე, მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

„საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება