Axios - მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Axios-ის ცნობით, მარკო რუბიომ არაბ მინისტრებს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ დარტყმებისას მთავარ აქცენტს ირანის სარაკეტო სისტემებზე, იარაღის მარაგებსა და საწარმოო ობიექტებზე აკეთებს.

ასევე, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანი ირანში რეჟიმის ცვლილება არ არის.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა არაბ კოლეგებს განუცხადა, რომ ირანის ამჟამინდელ რეჟიმთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან ეს სამხედრო მიზნების მიღწევას ხელს შეუშლის.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება