ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ირაკლი ჩიქოვანმა სომეხ და თურქ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.

კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთანაც გამართა. საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება