აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.
უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.