ექსპერტი - ვვარაუდობ, 3-4 კვირაში ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდება, აშშ-ს და ისრაელის დაბომბვების ინტენსიურობა დაიკლებს ან გაჩერდება და იტყვიან, რომ ოპერაცია დაასრულეს - ამ დროის განმავლობაში ირანს რაკეტების და დრონების საცავებს გაუნადგურებენ

ვვარაუდობ, რომ 3-4 კვირაში ამ ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდება. აშშ-ს და ისრაელის საჰაერო დაბომბვების ინტენსიურობა დაიკლებს ან გაჩერდება და გამოაცხადებენ, რომ ოპერაცია დაასრულეს. ამ დროის განმავლობაში ირანს რაკეტების და დრონების საცავებს გაუნადგურებენ, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი ლექვინიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ირანის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

„ყოველდღე მცირდება ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა, რომლის გასროლასაც ირანი ახერხებს. მოსალოდნელი იყო, რომ ირანი რამდენიმე კვირის განმავლობაში რაკეტების სროლას შეძლებდა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე თვის მერეც მოახერხოს თუ რეჟიმი არ შეიცვალა. ვვარაუდობ, რომ 3-4 კვირაში ამ ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდება. აშშ-ს და ისრაელის საჰაერო დაბომბვების ინტენსიურობა დაიკლებს ან გაჩერდება და გამოაცხადებენ, რომ ოპერაცია დაასრულეს. ამ დროის განმავლობაში ირანს რაკეტების და დრონების საცავებს გაუნადგურებენ. დასრულების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში შეხედავენ გაიღვიძა თუ არა ირანში საპროტესტო მუხტმა, რომელმაც შესაძლოა რეჟიმის ცვლილება გამოიწვიოს. თუ ეს არ მოხდა, კიდევ არის ერთი ნაბიჯი, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადია - ნავთობის და გაზის ინფრასტრუქტურა. მათ დაბომბვას არაფერი არ უნდა, მაგრამ ზარალდება ირანის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გარდა ამისა, თუ რეჟიმი შეიცვალა, შემდეგ მალევე ვერ მოხერხდება ვითარების დასტაბილურება. სინამდვილეში, ეს არის ცუდი სცენარი“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე და შესაძლო მიზეზებზე, რის გამოც ირანმა აზერბაიჯანის მიმართულებით დარტყმა განახორციელა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია არსებობს.

„აზერბაიჯანთან დიდი ხნის დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ირანის მმართველი ჯგუფი აზერბაიჯანულია, მაგრამ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებად აღიქვამენ თავს. ბოლო დროს, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, კიდევ უფრო დაეძაბათ ურთიერთობა. აზერბაიჯანი რეგიონში ძლიერი გამოჩნდა, რომელმაც ირანის ჰეგემონია ეჭვქვეშ დააყენა.

მგონია, რომ დაბომბვა რაღაცის გამო შურისძიება იყო.

მეორე საკითხი, რაზეც ირანი ძალიან ეჭვიანობს არის ის, რომ აზერბაიჯანი არის ისრაელის შეიარაღების შემსყიდველი. აზერბაიჯანმა ისრაელში ინვესტიცია განახორციელა. ისრაელს აზერბაიჯანი მარტო ქეშით არ უხდის - უხდიან ნავთობით. ანუ ისრაელი დიდწილად მოიხმარს აზერბაიჯანის ნავთობის 80%-ს. ვფიქრობ, რომ ამისთვის იყო დარტყმა, თან სიმბოლური გაფრთხილებაც იყო“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ექსპერტმა რეგიონში უსაფრთხოების რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები გარკვეულწილად სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს.

„ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ ჩვენ და სომხეთს გვესროლონ, მაგრამ ვერაფერს ვერ გამორიცხავ. ირანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. ცდილობენ ყველაზე ზეწოლა მოახდინონ, რათა შემდეგ ყველამ ერთობლივად მოახდინოს აშშ-ზე ზეწოლა, რომ შეაჩეროს ეს ოპერაცია.

ჩვენ ტექნიკურად ძალიან სუსტად ვართ მომზადებულები. ომისთვის მზადება არ ნიშნავს ომის სურვილს, პირიქით...",- განაცხადა ლექვინაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება