ქუვეითის ხელისუფლების განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ქუვეითის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტში გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

მანამდე ქუვეითის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებულმა დრონების ნამსხვრევებმა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა.

„ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტს მატერიალური ზიანი მიადგა ჩაჭრის ოპერაციების დროს ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალები აგრძელებენ „მტრული საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ ბრძოლას“.

ქუვეითის არმია მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების ინსტრუქციები დაიცვან.

ამასთან, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დრონების პარტია მოიგერია და გაანადგურა, კატარის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ირანმა შაბათს 10 ბალისტიკური რაკეტა და ორი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა მათი უმეტესობა მოიგერია.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება