ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ერთ კვირაში 1 750 დრონი გაუშვა.

მისივე თქმით, რუსებმა, დრონების გარდა, 1 530 მართვადი საჰაერო ბომბი და 39 რაკეტა გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინელებმა აღნიშნული საჰაერო სამიზნეების უმეტესობა გაანადგურეს.

„მაგრამ ჩვენ მეტი დაცვა გვჭირდება და ეს ყოველდღიურად საჭიროა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

„რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ყველაფერი, რაც რუსეთის ფედერაციას ამ ომის დაფინანსებასა და გაგრძელებაში ეხმარება, უნდა დაიბლოკოს. დღეს ევროპელ პარტნიორებთან ამ თითოეულ ელემენტზე მოლაპარაკებები გაიმართება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება