ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება