ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში იქნებიან

უკრაინელი ექსპერტები მომავალ კვირას „ადგილზე იქნებიან“ ახლო აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას აშშ-სა და მის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში ირანული დრონების მოგერიებაში დახმარება.

„მომავალ კვირას, როდესაც ექსპერტები ადგილზე იქნებიან, ისინი შეისწავლიან სიტუაციას და დაეხმარებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ დახმარება ორმხრივი იყოს.

„თუ გარკვეული რესურსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ძალიან გვინდა, რომ ეს ორმხრივი გზა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა:

„თქვენ იცით, რა რესურსები გვაკლია და ჩვენ გვესმის, რა რესურსები აკლიათ სპარსეთის ყურის ქვეყნებს“.

შეგახსენებთ, ორშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ლიდერებმა და აშშ-მ უკრაინას დახმარება სთხოვეს ირანში წარმოებული შაჰედის დრონების მოგერიებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება