ანონსი 9 მარტი

9 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „პულმანში“, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები მიიღებენ.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 37

საკონტაქტო: თამთა სალია - 591 101 706

9 მარტს, 10:00 საათზე, საიაში გაიმართება პრესკონფერენცია.

თემა: „საიამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის შესახებ) გააგზავნა“.

მისი: ჯანსუღ კახიძის №15

9 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

9 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)

9 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

9 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

9 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან აქცია “დაიცავი განათლება!” გაიმართება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება