დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა ტელეფონით ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და „საჰაერო ძალების ბაზების გამოყენების“ საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, მათ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

განცხადების თანახმად, საკითხი მოიცავდა „საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად“.

„პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო“, - დასძენს პრესსპიკერი.

ბრიტანული მედიის თანახმად, საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის “ოდესღაც დიდ მოკავშირედ“ მოიხსენია და სტარმერს მიმართა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება