დონალდ ტრამპი - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი თუ ჩვენგან თანხმობას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი „დიდხანს ვერ გაძლებს“ მისი თანხმობის გარეშე.

„მას ჩვენგან თანხმობა მოუწევს“, - განუცხადა ტრამპმა ABC News-ს ინტერვიუში და დასძინა:

"თუ ის ჩვენგან თანხმობას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს“.

ცნობისთვის, ტრამპმა მანამდეც განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში.

„ჩვენ გვინდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც მათ ქვეყანას ომში არ შეიყვანს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს შაბათს.

უფრო ადრე ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის ყოლისთვის.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ეს ადამიანი. რელიგიური ლიდერები არ მაწუხებს. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან“, - აღნიშნა მან გასულ კვირას.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება