ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც რიშონ ლეციონში ერთი ქალი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 50-მდე წლის ქალმა ჭრილობები ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებით მიიღო.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანამ ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯტაბა ხამენეის მეთაურობით ისრაელის მიმართულებით რაკეტების პირველი ტალღა ისროლა.