ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა

ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა. დაშავებულებს შორის არიან 17 წლის გოგონა, რომელსაც თავისა და თვალის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, და ორი თვის ჩვილი.

მედიის ინფორმაციით, კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ახალი თავდასხმების შესახებ განაცხადეს საუდის არაბეთმა და ქუვეითმაც. კერძოდ, კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამეფომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შაიბას ნავთობის საბადოსკენ მიმავალი ორი დრონი გაანადგურა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები და დრონები მოიგერია.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება