პიტ ჰეგსეთი ირანზე დარტყმებზე - ეს მხოლოდ დასაწყისია

აშშ-ის ომის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ მზადაა, ირანთან ომში წარმატების მისაღწევად იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭიროა.

„არც მტერს ეუბნები, არც პრესას, არც არავის ეუბნები, რა შეზღუდვები გვექნება ოპერაციაზე“, - აღნიშნა ჰეგსეთმა CBS-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ გამარჯვებისთვის იბრძვის და ირანის კაპიტულაციის პირობებს დონალდ ტრამპი დაადგენს.

„გვეცოდინება, რომ ისინი ბრძოლის უნარიანები არ არიან. იციან თუ არა, ისინი ბრძოლაში არაეფექტურები იქნებიან, ისინი დანებდებიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს და შემცირებას გააგრძელებს.

“ირანის საზღვაო ფლოტი დიდწილად აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ნავი იქნება ჩაძირული. ამიტომ, მათი უნარი, საზღვაო თვალსაზრისით, ამ ტერიტორიაზე რაიმე ძალა გამოავლინონ, მცირდება. მცირდება და სულ უფრო და უფრო შემცირდება. ეს მხოლოდ დასაწყისია”, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება