„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები დღეს დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად რეზერვების შესაძლო ერთობლივ გამოყენებაზე იმსჯელებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავთობის რეზერვებს კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA), ჯგუფის 32 წევრი კი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს ნავთობის ფასების კრიზისისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ფარგლებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენების მიმართ მხარდაჭერა უკვე გამოხატა „დიდი შვიდეულის“ სამმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა,
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შემდეგ პირველად მოხდა.