სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს გაერთიანებამ, სს „ნიკორამ“, რებრენდინგის შედეგად სახელწოდება შეიცვალა და საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს.

კომპანიის ისტორია 1998 წელს ხორცპროდუქტების წარმოებით დაიწყო და წლების განმავლობაში მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად ჩამოყალიბდა. დღეს, NMG აერთიანებს 15-ზე მეტ სხვადასხვა მიმართულების კომპანიას კვების წარმოების, რითეილის, ლოგისტიკის, იმპორტისა და სხვა სექტორებში. ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორისაა: შპს „ნიკორა“ (ხორცპროდუქტების წარმოება), შპს „კორიდა” (ხორცპროდუქტების წარმოება), სს „ნიკორა ტრეიდი“(სუპერმარკეტების ქსელი), შპს „პარტნიორი“ (სადისტრიბუციო კომპანია), შპს „ინტრეიდი“ (იმპორტი), შპს „მულტიტრეიდი” (იმპორტი) და სხვა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბიზნესის ზრდამ და დივერსიფიკაციამ მმართველობითი სტრუქტურის გამიჯვნა და ახალი იდენტობის ჩამოყალიბება აუცილებელი გახადა.

როგორც NMG-ის გენერალური დირექტორი ი. ბოქოლიშვილი აცხადებს, წლების განმავლობაში, სს „ნიკორა“ შინაარსობრივად ასრულებდა სტრატეგიული მართვისა და კოორდინაციის ფუნქციას, თუმცა მისი სახელწოდება საზოგადოებრივ აღქმაში კონკრეტულ საქმიანობას – ხორცპროდუქტების წარმოებას ან საცალო ქსელს – უკავშირდებოდა. ამიტომ რებრენდინგის მიზანი მმართველობითი ფუნქციის დამოუკიდებელი იდენტობით გამოკვეთა და ჯგუფის სტრატეგიული როლის მკაფიო პოზიციონირება გახლდათ.

დღეს, NMG-ის მთავარი დანიშნულება ჯგუფში შემავალი კომპანიების განვითარების უზრუნველყოფა და საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერებაა.

NMG-ში, ჯამურად, დასაქმებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ოპერირებს 700-მდე სუპერმარკეტი, აწარმოებს 500-ზე მეტ დასახელების პროდუქტს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა 800 მილიონ ლარს აღემატება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება