თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, პროკურატურას 3 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი, მათ შორის, არის პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი.

ასევე, დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

პროცესს არ ესწრება ზურაბ ჭავჭანიძე, ვინაიდან ის რამდენიმე სხდომის წინ, მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა.

ასევე სასამართლოში არ გამოცხადებულან გიორგი ქორქია და გიორგი რურუა.

სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება