9 მარტს, „ბარბის“ დაბადების დღეზე „პეპელაში“ ბრენდის სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

უკვე 70 წელზე მეტია, „ბარბი“ მილიონობით ბავშვის საყვარელი სათამაშოა. მისი დებიუტი 1959 წლის 9 მარტს შედგა და სწრაფადვე იქცა პოპ-კულტურის სიმბოლოდ. „ბარბი“ გვახსენებს, რომ ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც გვინდა და მისი მთავარი ჯადოსნობა სწორედ ეს არის!

დღეს, „ბარბის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით „პეპელამ“ სიურპრიზი მოგიმზადათ და ბრენდის სრულ ასორტიმენტზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 30%-იანი ფასდაკლება გელოდებათ.

„პეპელა“ საქართველოში Mattel-ის, „ბარბის“ მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია და მაღაზიის პატარა სტუმრებს მუდმივად განახლებულ კოლექციებს სთავაზობს.

„ბარბი“ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოა - ყოველ 3 წუთში 1 თოჯინა იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ შეიქმნა „ბარბი“?

კომპანია Mattel-ი 1945 წელს ამერიკელმა ანტრეპრენერმა რუთ ჰენდლერმა დააფუძნა. თოჯინას შექმნის იდეა კი თავისმა ქალიშვილმა, ბარბარამ შთააგონა. რუთმა შეამჩნია, რომ გოგონა ქმნიდა ქაღალდის თოჯინებს, რომლებიც რეალურ ადამიანებს ჰგავდნენ. ამგვარად, რუთმა გადაწყვიტა, რეალური თოჯინა დაემზადებინა, რომელსაც ბარბარას შემოკლებული სახელი - ბარბი დაარქვა.

ბარბი სწრაფად აიტაცეს ბავშვებმა, ის ყველას საყვარელ სათამაშოდ იქცა. კომპანია ვერ ასწრებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან მაღაზიის დახლები მომენტალურად ცარიელდებოდა.

ბარ­ბის გავ­ლე­ნა სა­თა­მა­შო­ე­ბის ბა­ზარ­ზე ახ­ლაც უკონ­კუ­რენ­ტოა: ბარ­ბი არ არის მხო­ლოდ თოჯი­ნა, ის უკვე მთე­ლი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს აქ­სე­სუ­ა­რებს, ტან­საც­მელს, მულტფილმებს, თა­მა­შებ­სა და მრა­ვალ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას.

თოჯინის გაყიდვები არასდროს შემცირებულა, თუმცა პიკს მიაღწია 2023 წელსაც, როცა გრეტა გერვიგის ფილმის, „ბარბის“ პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

ფორბსის 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ფილ­მის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­თა­მა­შო ბარ­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 14%-ით გა­­ზარ­და. სათამაშოს გაყიდვები 50%-ით გაიზარდა საქართველოშიცმ „პეპელასა“ და „XS სათამაშოების“ ქსელში.

ესტუმრეთ „პეპელას“ ქსელს 9 მარტს და აღნიშნეთ „ბარბის“ დაბადების დღე თქვენს პატარებთან ერთად!

გაეცანით ბარბის კოლექციას ონლაინ.

(R)

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება