ირაკლი კობახიძე - ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე პარაოლიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე პარაოლიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარაოლიმპიელი სპორტსმენებისთვის იდენტური ჯილდოები იქნება გათვალისწინებული, რაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის იყო.

ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის - მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება