„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

ამას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მასთან ერთად, ცვლილებები “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ვინც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კანონი 25 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება