უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის უკრაინას 11-მა ქვეყანამ მიმართა.
„ამ მომენტისთვის 11 თხოვნა მივიღეთ ირანის მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპული სახელმწიფოებიდან და აშშ-დან. ადამიანების სიცოცხლის დაცვის, დრონების ჩამჭრელების, ელექტრონული ომის სისტემებისა და წვრთნების თვალსაზრისით უკრაინის გამოცდილების მიმართ ინტერესი აშკარაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, თხოვნების ნაწილს უკრაინამ უკვე კონკრეტული მხარდაჭერით უპასუხა.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა.