ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის 11 თხოვნა მივიღეთ ირანის მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპული სახელმწიფოებიდან და აშშ-დან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის უკრაინას 11-მა ქვეყანამ მიმართა.

„ამ მომენტისთვის 11 თხოვნა მივიღეთ ირანის მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპული სახელმწიფოებიდან და აშშ-დან. ადამიანების სიცოცხლის დაცვის, დრონების ჩამჭრელების, ელექტრონული ომის სისტემებისა და წვრთნების თვალსაზრისით უკრაინის გამოცდილების მიმართ ინტერესი აშკარაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, თხოვნების ნაწილს უკრაინამ უკვე კონკრეტული მხარდაჭერით უპასუხა.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტები გაგზავნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა