დონალდ ტრამპი - ფასის შემცირების მიზნით ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას ვაუქმებთ

ფასის შემცირების მიზნით ნავთობთან დაკავშირებულ ზოგიერთ სანქციას ვაუქმებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გვაქვს. დაწესებულ სანქციებს ვითარების დასტაბილურებამდე მოვხსნით. ვინ იცის, შეიძლება მათი ხელახლა დაწესება არც კი მოგვიწიოს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„უკრაინის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც უბრალოდ დაუსრულებელი ომია. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილი არსებობს. ასევე, ახლო აღმოსავლეთის შესახებაც ვისაუბრეთ. მე ვუთხარი: „თქვენ უფრო მეტად შეძლებთ დახმარებას, თუ უკრაინა-რუსეთის ომს დაასრულებთ”. მაგრამ, ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა და სურს, რომ კონსტრუქციული იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება