გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ირანში მიმდინარე პროცესები ყველაზე განხილვადი თემაა, ჩვენ მას აუცილებლად შევეხებით, რადგან, როგორც ჩანს, ახლა სწორედ ირანში ხდება რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტი უვიზო-მიმოსვლა ევროპაში ერთი წლით შეეზღუდათ, რაც საკმაოდ არასასიამოვნო უნდა იყოს მმართველი გუნდისთვის. ვხედავთ რომ კვირა ისე დაიწყო რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში იმყოფება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ევროსტრუქტურებისთვის საქართველო საინტერესო ქვეყნად რჩება.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობები, როგორც მინიმუმ, დაპაუზებულია. საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ფარატინა ქაღალდადაა ქცეული.

თქვენ როგორ დაახასიათებდით ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობას ერთი მხრივ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და მეორე მხრივ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებულ ომს ამ ქვეყანაში შიიტური მმართველობის დასასრულებლად?

- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს შეიძლება დავახასიათოთ როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად დაძაბული და ნაწილობრივ გაყინული. ერთის მხრივ, ევროკავშირისთვის საქართველო კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში და სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინაში მთლიანად ცვლის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. მეორე მხრივ კი, ბოლო პერიოდში საქართველოს შიდა პოლიტიკაში განვითარებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მნიშვნელოვნად შეამცირა ნდობა ბრიუსელსა და ქართულ ოცნებას შორის.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს შეიძლება დავახასიათოთ როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად დაძაბული და ნაწილობრივ გაყინული

საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თავისთავად იყო ძლიერი პოლიტიკური სიგნალი და შანსი ქვეყნისთვის, მაგრამ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს წევრობის გზაზე შეუქცევად წინსვლას.

ევროკავშირში კარგად ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები - იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვისკენ გადადგმული ნაბიჯები თუ ინსტიტუტების პოლიტიზაცია - წინააღმდეგობაში მოდის იმ მოლოდინებთან, რაც ბრიუსელს აქვს კანდიდატი ქვეყნებისგან.

ამიტომ დღეს კანდიდატის სტატუსი დღეს გაყინულ, სიმბოლურ მდგომარეობაშია - ფორმალურად ის არსებობს, მაგრამ პოლიტიკური დინამიკა, რომელიც მას უნდა მოჰყვეს, შეჩერებულია.

უფრო მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ახლახან სიტყვით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბელგიაში აკრედიტებულ დიპლომატებს; ამ საუბრისას იგი შეეხო სატრანზიტო დერეფნებს, და ისაუბრა დერეფანზე, რომელიც „გავა იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლების მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს“, ანუ ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მინიშნებას „შუა დერეფნის“ არა ჩრდილოეთი განშტოების (რომელიც საქრთველოზე გადის), არამედ სამხრეთი განშტოების ამოქმედების შესახებ. გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია.

ამავე დროს, ევროპული ინსტიტუტები არ განიხილავენ საქართველოს როგორც დაკარგულ პარტნიორს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტიც სწორედ ამას ადასტურებს - დასავლეთისთვის საქართველო კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში.

ევროპული ინსტიტუტები არ განიხილავენ საქართველოს როგორც დაკარგულ პარტნიორს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტიც სწორედ ამას ადასტურებს - დასავლეთისთვის საქართველო კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში

მათთან საუბრისას ჩვენ გვქონდა ღია და გულწრფელი საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და ავტორიტარულ კონსოლიდაციაზე, თუმცა, ამავდროულად ევროკავშირს ესმის, რომ სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც იკვეთება რუსეთის, ირანის, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, ბრიუსელი ცდილობს დიალოგის შენარჩუნებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის -ფორმალურად მაინც - დატოვებას.

მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, ბრიუსელი ცდილობს დიალოგის შენარჩუნებას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის - ფორმალურად მაინც - დატოვებას

ირანში მიმდინარე მოვლენები და აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვლება, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება - ეს არის როგორც ენერგეტიკული, ასევე უსაფრთხოების გამოწვევა და შესაძლებლობა.

ასეთ ვითარებაში ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს პროგნოზირებადი, ადეკვატური, სტაბილური და დასავლეთთან დაკავშირებული სახელმწიფო. ამიტომაც დღეს ევროპასთან ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც გაგრძელებული სტრატეგიული ინტერესი ევროპიდან, მაგრამ მზარდი პოლიტიკური გაუცხოება საქართველოს ხელისუფლებასთან, რაზეც პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება.

დღეს ევროპასთან ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც გაგრძელებული სტრატეგიული ინტერესი ევროპიდან, მაგრამ მზარდი პოლიტიკური გაუცხოება საქართველოს ხელისუფლებასთან, რაზეც პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება

- „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა პარლამენტში ისეთი კანონები ზოგი მიიღო, ზოგში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც მნიშვნელოვნად იზღუდება მოქალაქეთა უფლებები.

ამ კანონების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ზოგი ისეთიც კი, რომ ავტოკრატიულ ქვეყნებსაც არ აქვთ მიღებული. იგულისხმება კანონი, რომლითაც, მოქალაქე რომელიც ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობს, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მიესაჯოს.

თუ ამას იმასაც დავამატებთ რომ კარგა ხანია დაანონსებულია ბარიერგადალახული პარტიების აკრძალვა, ფაქტია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება იმ პარტიებითვის, რომლებსაც ხელისუფლება „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.

ფაქტია, რომ ეს კანონები ევროპას კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის კანონშემოქმედებით საქმიანობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს?"

მიღებული კანონებით, სავარაუდოდ, რისი თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი პარტნიორებისთვის?

- ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნამდვილად არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემოკრატიულ სივრცეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის მთავარი ფუნქცია არის მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა.

როდესაც პოლიტიკური ძალა იწყებს ოპონენტების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს გამოყენებას, ეს უკვე მიუთითებს, რომ საკანონმდებლო პროცესი აღარ ემსახურება მხოლოდ სამართლებრივ მიზნებს და მას აქვს აშკარა პოლიტიკური განზომილება.

ასევე, ცოტა ტრაგიკულიც კი არის, რომ სახელმწიფო აპარატზე სრული კონტროლის, წარმოუდგენელი და ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობისა და მანამდე მიღებული დრაკონული კანონების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს იმდენად მყიფედ გრძნობს, რომ მათ მოუწიათ ლეგიტიმაციის არაღიარების კრიმინალიზება - საქართველოს უახლეს ისტორიაში ედუარდ შევარდნაძე მახსენდება, რომელსაც მსგავსი კანონი არ მიუღია.

ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნამდვილად არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დემოკრატიულ სივრცეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის მთავარი ფუნქცია არის მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა

ეს საკანონმდებლო ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემურია: დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკა ან მისი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება პოლიტიკური პროცესის ნორმალური ნაწილია.

როდესაც მსგავსი პოზიციის გამოხატვა შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, ეს ქმნის საფრთხეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცეს პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად, რაც უფრო დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

ეს ქმნის საფრთხეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცეს პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად, რაც უფრო დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის

პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებული განცხადებებიც ამავე სამწუხარო მიდგომის ნაწილია. თუ პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივი გზით იქნება გამოთიშული პროცესიდან, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა გადავა შეზღუდული პლურალიზმის მოდელზე, სადაც რეალური კონკურენცია მკვეთრად მცირდება.

მსგავსი მოდელები ბევრ ქვეყანაში არსებობდა და პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ინსტიტუციური კრიზისის გაღრმავებას, მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებასა და მუდმივ კრიზისს.

ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა გადავა შეზღუდული პლურალიზმის მოდელზე, სადაც რეალური კონკურენცია მკვეთრად მცირდება

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის ასეთი კანონები საკმაოდ მკაფიო სიგნალია. ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან ელოდება დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერებას, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაცვას და პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფას; პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიუღებლობა არის ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

როდესაც მიღებული კანონები ამ მიმართულებით საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს, ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული ევროპული კურსი - განსაკუთრებით, როდესაც ოცნების არგუმენტაცია „5-ჯერ გადატრიალების აღმოფხვრის“ შესახებ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს და ყველა პარტნიორი მას ღიმილნარევი უსმენს.

შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს შიდა პოლიტიკური კონტროლისა და აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას მაშინაც კი, თუ ეს ევროპასთან ურთიერთობების გართულებას გამოიწვევს.

ხელისუფლება ცდილობს შიდა პოლიტიკური კონტროლისა და აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას მაშინაც კი, თუ ეს ევროპასთან ურთიერთობების გართულებას გამოიწვევს

- შშ-საქართველო. გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იმყოფებოდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მტკიცებით, „ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდ.“

ამ თემაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება ჩვენთვის ისე ოპტიმისტურად არ გამოიყურება, როგორც ბატონი სამხარაძე ამბობს.

თუმცა, ვხედავთ რომ ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის კრიტიკაში უფრო თამამი და თავდაჯერებულია, აგდებითაც კი მოიხსენიებენ ევროკომისრებს და არა მარტო მათ, მაგრამ, აშშ-ს მიმართ დამოკიდებულება უფრო მეტ-ნაკლებად მოზომილია.

თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით ხელისუფლების პროპაგანდისტებად აღიარებული ადამიანების მტკიცემას იმის შესახებ, რომ ტრამპმა დიფ სთეითან ომი წააგო და ახლა მას დიფ სთეთი მართავს.

ფაქტია, რომ ვაშინგტონმა სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანისა და სომხეთთან ურთიერთობები გარკვეული აქვს. დარჩენილია საქართველო, რომლის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა როგორია სრულად არ ჩანს. საქართველოს უშიშროების ხელმძღვანლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრების კი ირანში დაწყებული ოპერაციის ფონზე თქვენ როგორ დაახასიათებდით აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?

- აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუცვლია. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების პარტნიორი - სამხედრო თანამშრომლობა, ინსტიტუციური მხარდაჭერა და პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე სწორედ ვაშინგტონიდან მოდიოდა.

თუმცა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ და ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა ურთიერთობაში სერიოზული დისტანცია შექმნა.

ვაშინგტონისთვის სამხრეთ კავკასია დღეს ახალი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში აშშ უკვე აქტიურად არის ჩართული, ხოლო ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები რეგიონს კიდევ უფრო დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ასეთ პირობებში საქართველოს როლი კვლავ მნიშვნელოვანი რჩება - როგორც სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის ელემენტი.

ამ ფონზე ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, სავარაუდოდ, იქნება ორმაგი ხასიათის. ერთი მხრივ, ვაშინგტონი გააგრძელებს თანამშრომლობას უსაფრთხოების და რეგიონული სტაბილურობის საკითხებში, რადგან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია. მეორე მხრივ კი, ამერიკული ინსტიტუტები უფრო მკაფიოდ გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს შიდა დემოკრატიული პროცესების შესახებ. ამიტომ დღევანდელი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც პარტნიორობა, რომელიც სტრატეგიულად შენარჩუნებულია, მაგრამ პოლიტიკურად უფრო ფრთხილი და კრიტიკული გახდა.

ერთი მხრივ, ვაშინგტონი გააგრძელებს თანამშრომლობას უსაფრთხოების და რეგიონული სტაბილურობის საკითხებში, რადგან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია. მეორე მხრივ კი, ამერიკული ინსტიტუტები უფრო მკაფიოდ გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს შიდა დემოკრატიული პროცესების შესახებ. ამიტომ დღევანდელი ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც პარტნიორობა, რომელიც სტრატეგიულად შენარჩუნებულია, მაგრამ პოლიტიკურად უფრო ფრთხილი და კრიტიკული გახდ

ყოველივე ამას ემატება ქართული ოცნების სრულიად არაადეკვატური ნაბიჯები - მაგალითად, როდესაც ირანში აშშ-ისრაელის კოალიცია სამხედრო კონფლიქტშია ჩართულია, იმის შთაბეჭდილების შექმნა, თითქმოს ქართული ოცნება ირანისკენ უფრო კეთილგანწყობილია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ან არაკომპეტენტურია, ან - არაადეკვატური.

- ვიდრე ირანში მიმდინარე ომს შევეხებით, უნდა გავიხსენოთ საქართველოს სუს-ში

გუბაზ სანიკიძის, თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის, ვახტანგ კაპანაძისა და გივი თარგამაძის დაბარებების თემა.

ყველა დასახელებული პოლიტიკოსი იმაზე ამახვილებდა ყურადღებას თუ რა საფრთხეების წინაშეა ქვეყანა ირანში დაწყებული ომის ფონზე. როგორც გაირკვა, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი სუს-ში დაბარებულები აღმოჩდნენ იმ სტატიის გამო, რომელშიც საუბარია საქართველოში ირანულ გავლენებზე. საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის საქმიანობაზე, რომელიც ტერორიზმისათვის ხელშეწყობის გამოა დასანქცირებული.

ყველა დაბარებული საუბრობს იმაზე რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას საქართველოში აქვს საკმაოდ დიდი გავლენები და ეს გარემოება საჭიროებს რეაგირებას. არადა, ვრცელდება ინფორმაცია რომ მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 319 მუხლით, რაც უცხო ქვეყნის სასარგელოდ საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. არადა, ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ რომ ირანში ომის გამო საქართველოსთვის საფრთხეები გაზრდილია.

უცნაური ისაა, რომ აზერბაიჯანს ირანთან ჩაკეტილი აქვს საზღვარი სწორედ იმის გამო რომ ირანიდან არ გაძლიერდეს ქვეყანაში შიიზმი. ჩვენთან კი ირანთან საზღვარიც გახსინილია, უნივერსიტეტის კი ფუნქციონირებს და როგორც აღმოჩნდა საქართველოში ირანელებს 13 ათასი ბიზნესორგანიზაციაც აქვთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი სუს-ის მიერ იმ ადამიანების დაბარებებს, რომლებიც ირანში ომის ფონზე ქვეყნის საფრთხეებზე საუბრობენ?

- ამ საკითხს სამი განზომილება აქვს — ერთი არის ეროვნული უსაფრთხოების რეალური რისკები, მეორე არის დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების თემებზე საჯარო დისკუსიის თავისუფლება, მესამე კი ავტორიტარული კონსოლიდაცია, რომლის მიზანი არის მკველვარების დაშინება და მათზე წნეხის გაზრდა.

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ ექსპერტები, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომლებიც შეიძლება საქართველოს შეეხოს.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ირანს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურად იყენებს რეგიონებში რელიგიურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს გავლენის გასაძლიერებლად. ირანის ქსელი ათწლეულებია ახლო აღმოსავლეთში სიკვდილსა და ქაოსს თესავდა, იქნებოდა ეს ტერორირსტული ორგანიზაციების მხარდაჭირა, როგორებიცაა ჰამასი, ჰეზბოლა, თუ შიიტური რადიკალური ჯგუფებისა იემენში, სირიასა თუ ეარყში.

ამ საკითხს სამი განზომილება აქვს — ერთი არის ეროვნული უსაფრთხოების რეალური რისკები, მეორე არის დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების თემებზე საჯარო დისკუსიის თავისუფლება, მესამე კი ავტორიტარული კონსოლიდაცია, რომლის მიზანი არის მკველვარების დაშინება და მათზე წნეხის გაზრდა

ირანის გავლენების შესახებ საუბარი ახალი თემა არ არის. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ ირანი იყენებს რბილი ძალის ინსტრუმენტებს - რელიგიურ ინსტიტუტებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და ეკონომიკურ კავშირებს - საკუთარი პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად სხვადასხვა ქვეყანაში.

ამიტომ მსგავსი საკითხების განხილვა უსაფრთხოების კონტექსტში სრულიად ბუნებრივია და ბევრ სახელმწიფოში სწორედ საჯარო დისკუსია ეხმარება ხელისუფლებას უკეთ გაანალიზოს შესაძლო რისკები: წესით, სუსი მადლობელი უნდა იყოს ყველა მკვლევარის, ვინც ამ თემაზე მუშაობს.

ამიტომაც საკმაოდ პრობლემურია, როდესაც ასეთი განცხადებების ავტორები ჯერ დამაშინებელი რიტორიკის, ხოლო შემდეგ - სამართლებრივი პროცესების ობიექტები ხდებიან. თუ უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო მსჯელობა შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს ქმნის ძალიან სამწუხარო პრეცედენტს, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან.

ასეთ გარემოში ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეიძლება უბრალოდ მოერიდონ მსგავს თემებზე საუბარს, რაც საბოლოოდ საჯარო დისკუსიის სივრცეს მნიშვნელოვნად შეავიწროებს და ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებს მხოლოდ გაზრდის.

ასეთ გარემოში ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები შეიძლება უბრალოდ მოერიდონ მსგავს თემებზე საუბარს, რაც საბოლოოდ საჯარო დისკუსიის სივრცეს მნიშვნელოვნად შეავიწროებს და ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებს მხოლოდ გაზრდის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ღია ანალიზი და პროფესიონალური დისკუსია გაცილებით უფრო საჭიროა, იდრე დუმილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო პროცესები და ძალთა ბალანსი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ღია ანალიზი და პროფესიონალური დისკუსია გაცილებით უფრო საჭიროა, ვიდრე დუმილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო პროცესები და ძალთა ბალანსი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს

ამიტომ ყველაზე ჯანსაღი მიდგომა იქნებოდა არა ასეთი განცხადებების კრიმინალიზაცია, არამედ მათი განხილვა და შეფასება პროფესიული და უსაფრთხოების ინსტიტუტების ფარგლებში. არც მე, არც საქართველოს მოქალაქეებს, და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - ამ კონტექსტში - გუბაზ სანიკიძისთვის, თინა ხიდაშელისთვის, გიორგი კანდელაკისთვის, ვახტანგ კაპანაძისა და გივი თარგამაძისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ხოლო მათ წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდა და დაბარება სუსში უნდა ცალსახად შევაფასოთ როგორც წნეხის განხორციელების მცდელობა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ღია ანალიზი და პროფესიონალური დისკუსია გაცილებით უფრო საჭიროა, ვიდრე დუმილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო პროცესები და ძალთა ბალანსი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს

- ამ პროცესების ფონზე როგორ შეაფასებდით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას. თუნდაც, „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნას? სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის არჩეულ სტრატეგიასა და თუ ტაქტიკას?

- საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა არის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობა. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები თანდათან გადადის უფრო მკვეთრი დაპირისპირების ფაზაში. ერთი მხრივ, ქართული ოცნება ცდილობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინსტრუმენტების გამოყენებით გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ შექმნან ისეთი ფორმატები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდნენ ამ პროცესს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნაც.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება ქართულ პოლიტიკაში ახალი მოვლენა არ არის. საქართველოს უახლესი ისტორია მუდმივად იყო ყველას გაერთიანება ერთის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური სისტემა ძალიან პოლარიზებულია. ასეთ პირობებში სხვადასხვა პარტიები ხშირად ცდილობენ რესურსების გაერთიანებას - იქნება ეს პოლიტიკური გავლენა, ამომრჩეველთა ბაზა თუ საერთაშორისო მხარდაჭერა. „ოპოზიციური ალიანსის“ იდეაც სწორედ ამ ლოგიკით შეიძლება აიხსნას: როდესაც პოლიტიკური სივრცე უფრო მეტად კონცენტრირდება „ქართული ოცნების“ ხელში, ოპოზიცია ცდილობს შექმნას კოორდინირებული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს ამ ბალანსის ნაწილობრივ აღდგენას და ელექტორატის მიერ იქნება აღქმული ძალის ალტერნატიულ ცენტრად.

როდესაც პოლიტიკური სივრცე უფრო მეტად კონცენტრირდება ქართული ოცნების ხელში, ოპოზიცია ცდილობს შექმნას კოორდინირებული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს ამ ბალანსის ნაწილობრივ აღდგენას და ელექტორატის მიერ იქნება აღქმული ძალის ალტერნატიულ ცენტრად

თუმცა ოპოზიციის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ფორმალური გაერთიანება არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია სტრატეგიისა და გზავნილის სიცხადე. საზოგადოების ნაწილი ხშირად სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკურ ალიანსებს, თუ ისინი აღიქმება მხოლოდ ტაქტიკური ამოცანების მიღწევას ემსახურება. იმისთვის, რომ ასეთი გაერთიანება რეალურად გახდეს პოლიტიკური ფაქტორი, აუცილებელია მას ჰქონდეს მკაფიო საერთო პოზიტიური ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ.

ამიტომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოს პოლიტიკურ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ პარტიათა გაერთიანებებს, არამედ იმას, თუ რამდენად შეძლებენ პოლიტიკური ძალები საზოგადოების ნდობის მოპოვებას და საკუთარი თავის, როგორც სანდო ალტერნატივის, შეთავაზებას.

იმისთვის, რომ ასეთი გაერთიანება რეალურად გახდეს პოლიტიკური ფაქტორი, აუცილებელია მას ჰქონდეს მკაფიო საერთო პოზიტიური ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ

საბოლოოდ პოლიტიკაში წარმატებას ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ ორგანიზაციული ფორმატი, არამედ ის, თუ რამდენად დამაჯერებლად ახერხებს პოლიტიკური ძალა საზოგადოების დარწმუნებას, რომ მას აქვს რეალური ხედვა და ძალა ქვეყნის მომავლის შესახებ.

- რადგან ამ თემას შევეხეთ, გვერდს ვერ ავუვლით გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.

ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ჯერ ცხადად არ ჩანს, რომ ომი ირანში მალე დასრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხები მანამდე არ დასრულდება, ვიდრე ირანში ომია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ირანელებმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ აზერბაიჯანულ მილსადენებზე მიიტანონ იერიში?

- ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ ეს მილსადენი ყოველთვის განიხილებოდა როგორც სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტომატურად ხვდება გეოპოლიტიკური დაპირისპირების ზონაში. როდესაც რეგიონში სამხედრო დაძაბულობა იზრდება - განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის მონაწილეობით, როგორიც ირანია - ბუნებრივია, რომ იზრდება ჰიბრიდული ან დივერსიული მოქმედებების რისკიც.

თუმცა აუცილებელია რეალისტური შეფასებაც. პირდაპირი შეტევა მილსადენზე, რომელიც გადის საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე და უკავშირდება დასავლურ ენერგეტიკულ სისტემას, იქნებოდა უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ნაბიჯი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

ასეთი ქმედება ავტომატურად გადაიქცეოდა არა მხოლოდ რეგიონულ ინციდენტად, არამედ საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხად, რაც ნიშნავს, რომ მასზე რეაგირება მხოლოდ ადგილობრივი არ იქნებოდა.

სწორედ ამიტომ მსგავსი თავდასხმები ხშირად ხდება არა პირდაპირ სახელმწიფოების მიერ, არამედ ირიბი მეთოდებით - დივერსიული ჯგუფების, პროქსი-აქტორების ან ჰიბრიდული ოპერაციების გზით.

ამიტომ უსაფრთხოების სამსახურები როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და თურქეთში დიდი ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ასეთი ობიექტების დაცვას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ინფორმაცია შესაძლო დივერსიული ჯგუფების დაკავების შესახებ აზერბ იაჯანში - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საფრთხეები არსებობს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს აქტიური პრევენცია.

ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტური შეფასება არის ის, რომ საფრთხე გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე სამხედრო პროცესების ფონზე, თუმცა პირდაპირი და მასშტაბური შეტევის ალბათობა შედარებით დაბალია, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა კონფლიქტის გეოპოლიტიკურ მასშტაბს. ამიტომ უფრო მოსალოდნელია ჰიბრიდული, არაპირდაპირი ან დივერსიული მეთოდების გამოყენების მცდელობები, ვიდრე ღია სამხედრო მოქმედება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ამიტომ უფრო მოსალოდნელია ჰიბრიდული, არაპირდაპირი ან დივერსიული მეთოდების გამოყენების მცდელობები, ვიდრე ღია სამხედრო მოქმედება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ

- ბევრი დამკვირვებელი აცხადებს, - მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა გაანადგურეს ბირთვული და ბალისტიკური საწარმოები, გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად დასუსტებულია, ირანის მმართველობის ვერტიკალი ჩამოშლილია, მიუხედავცად ამისა, 47 წლიანი მმართველობას აქვს რესურსი წინააღმდეგობა გაუწიოს მის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას.

გავრცელებულმა ცნობამ იმის შესახებ რომ ირანის აიათოლად გარდაცვლილი ხამეინის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი იქნა არჩეული, გააჩინა განცდა, რომ ირანი კიდევ დიდხანს იომებს. ამაზე ტრამპის პასუხი იყო საკმაოდ პირდაპირი და მკაფიო.

არ ჩანს ისიც, რომ ირანის ხელისუფლება კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს. ირანის ელიტებში რომ ახლა დიდი ბრძოლა იქნება, ესეც ცხადია. ჯერ არც ის ჩანს, რომ ირანის ქუჩებში ხალხის სიმრავლე გადაწყვეტს დაეცემა თუ არა ირანში შიიტური მმართველობა. ბევრი იმ პროცესების ფონზე რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, არ გამორიცხავს სამოქალაქო ომს, რომელიც კიდევ რა შედეგით დასრულდება არავინ იცის.

ირანში მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარუდო სცენარი როგორი შეიძლება აღმოჩნდეს?

- ირანში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საუბარია სახელმწიფოზე, რომლის პოლიტიკური სისტემა თითქმის ნახევარი საუკუნეა ფუნქციონირებს და საკმაოდ რთული და მრავალშრიანი მმართველობის სტრუქტურა აქვს.

მართალია, სამხედრო დარტყმებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დაასუსტოს გარკვეული ინსტიტუტები - განსაკუთრებით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ინფრასტრუქტურა - მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლება.

მსგავსი რეჟიმები ხშირად იმაზე უფრო მდგრადია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგანაც მათ აქვთ უსაფრთხოების ძლიერი აპარატი, იდეოლოგიური სტრუქტურა და ქსელები, რომლებიც კრიზისის პირობებშიც ინარჩუნებენ სისტემის ფუნქციონირებას.

ამავე დროს აშკარაა, რომ ირანში მიმდინარე პროცესები უკვე ქმნის ძალაუფლების შიდა გადანაწილების პირობებს. თუ მართლაც დადასტურდება, რომ მმართველობის ცენტრში მოჯტაბა ხამენეის ფიგურა ძლიერდება, ეს შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების უფრო მეტად კონსოლიდაციას ერთი ჯგუფის ხელში. თუმცა ასეთ მომენტებში ყოველთვის ჩნდება ელიტის შიგნით კონკურენცია - სხვადასხვა პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო ჯგუფები ცდილობენ საკუთარი გავლენის გაფართოებას.

სწორედ ამიტომ ირანში უახლოეს პერიოდში შეიძლება ვიხილოთ შიდა ელიტური ბრძოლა, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციას.

სწორედ ამიტომ ირანში უახლოეს პერიოდში შეიძლება ვიხილოშიდა ელიტური ბრძოლა, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ კონფიგურაციას

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის საზოგადოების რეაქცია. ირანში ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ მასშტაბური პროტესტები, რაც აჩვენებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ძლიერი უკმაყოფილება არსებული რეჟიმის მიმართ. თუმცა ისტორიულად მსგავს სისტემებში ხელისუფლება ხშირად ახერხებს პროტესტის კონტროლს უსაფრთხოების აპარატის მეშვეობით. ამიტომ მხოლოდ ქუჩის გამოსვლები იშვიათად ხდება რეჟიმის სწრაფი ცვლილების მიზეზი, თუ მას არ ახლავს ელიტური განხეთქილება ან ინსტიტუციური კრიზისი.

საკმაოდ რეალისტური სცენარია ასევე ირანის სირიიზაცია - გრძელვადიანი პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობა, როდესაც რეჟიმი სერიოზულად დასუსტდება, მაგრამ მოკლე პერიოდში სრულად არ ჩამოიშლება. ასეთ ვითარებაში ირანი შეიძლება შევიდეს შიდა პოლიტიკური კონკურენციის, ეკონომიკური კრიზისისა და ძალაუფლების გადანაწილების რთულ ეტაპში.

საკმაოდ რეალისტური სცენარია ასევე ირანის სირიიზაცია - გრძელვადიანი პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობა, როდესაც რეჟიმი სერიოზულად დასუსტდება, მაგრამ მოკლე პერიოდში სრულად არ ჩამოიშლება. ასეთ ვითარებაში ირანი შეიძლება შევიდეს შიდა პოლიტიკური კონკურენციის, ეკონომიკური კრიზისისა და ძალაუფლების გადანაწილების რთულ ეტაპშ

უფრო რადიკალური სცენარები - როგორიცაა სწრაფი რეჟიმის ცვლილება ან სამოქალაქო ომი - ასევე არ არის გამორიცხული, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ვითარდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით კარგავენ კონტროლს.

- უცნაური ისაა, რომ ომის მიმდინარეობის ფონზე პუტინის პრესმდივანი პესკოვი ამბობს - „ეს ჩვენი ომი არაა“. ანუ ამბობს იმას, რაც იმხანად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - „ომი უკრაინაშია. ჩვენ ჩვენი საქმე უკდა ვაკეთოთ“.

სხვათა შორის, ირანის ომთან დაკავშირებით კრემლის ლოზუნგი - „ეს ჩვენი ომი არაა“, უკვე აიტაცეს ჩვენში პრორუსულ ძალებად აღქმულმა სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა.

ეს ის შემთხვევაა, როცა კრემლს ძალიან კი უნდა დაეხმაროს აიათოლების რეჟიმს, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ამის თავი არ აქვს, ალბათ იმასაც ფიქრობს არაპროგნოზირებადი ტრამპი არ გააბრაზოს ისე, რომ შემდეგ, რუსეთსაც მოხვდეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ირანში ომით არაა გამორიცხული რუსეთმა იხეიროს იმით რომ ნავტობზე ფასი 100 აშშ დოლარი გახდა.

არ გამორიცხავენ, რომ ტრამპი შეეცდება ირანში იმის შვალედურ არჩევნებამდე არ დაასრულოს. ამით მოგებული ისევ რუსეთი იქნება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პესკოვის განცხადებას?

- კრემლის განცხადება, რომ ირანში მიმდინარე ომი „რუსეთის ომი არ არის“, პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორც ტაქტიკური პოლიტიკური პოზიცია, და არა როგორც რეალური ნეიტრალიტეტი.

რუსეთმა აქტიურად გამოიყენა ირანის დახმარება უკრაინაში ომის დაწყებისას, როდესაც „შაჰედ“ ტიპის დრონებით უკრაინის ქალაქებზე მასირებული იერიშები მიიტანა. უკრაინაში ომი რუსეთის მთელ ყურადღებასა და რესურსებს მოითხოვს: როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ და დიპლომატიურ დონეზე.

სრულიად ნათელია, რომ მოსკოვისთვის ირანის რეჟიმის სრული დასუსტება ან ჩამოშლა არ იქნებოდა სასურველი სცენარი. თუმცა რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდულია - მას არც რესურსი აქვს პირდაპირი დახმარებისთვის და არც სურს დამატებითი გეოპოლიტიკური რისკების აღება იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს

ასეთ პირობებში მოსკოვისთვის კიდევ ერთ დიდ რეგიონულ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვა უბრალოდ შეუძლებელია, რაც ნათლად გამოჩნდა სირიაში, სომხეთში, ვენესუელასა და, ახლა უკვე, ირანში.

ამიტომ კრემლი ცდილობს დაიკავოს დისტანციური პოზიცია, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი დაპირისპირება დასავლეთთან ირანის ფრონტზე; ამას ემატება რუსეთის სურვილი, არ გაანაწყენოს ტრამპის ადმინისტრაცია, რადგანაც უკრაინის საკითხზე ამერიკელების კეთილგანწყობის იმედი ჯერ კიდევ არ ამოეწურათ.

ამავე დროს, რუსეთს ირანთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით სამხედრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. ბოლო წლებში ირანული დრონები და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენებოდა უკრაინის ომშიც.

ამიტომ სრულიად ნათელია, რომ მოსკოვისთვის ირანის რეჟიმის სრული დასუსტება ან ჩამოშლა არ იქნებოდა სასურველი სცენარი. თუმცა რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდულია - მას არც რესურსი აქვს პირდაპირი დახმარებისთვის და არც სურს დამატებითი გეოპოლიტიკური რისკების აღება იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

კრემლის განცხადება, რომ ირანში მიმდინარე ომი „რუსეთის ომი არ არის“, პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორც ტაქტიკური პოლიტიკური პოზიცია, და არა როგორც რეალური ნეიტრალიტეტი

ირანში ომის გამო ნავთობის ფასის ზრდა რუსეთისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელსაც ნიშნავს. რუსეთის ბიუჯეტი დიდწილად დამოკიდებულია ენერგორესურსების ექსპორტზე, ამიტომ მაღალი ფასები კრემლისთვის გარკვეული ფინანსური „ბუფერის“ შექმნას უწყობს ხელს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნავთობზე მაღალი ფასები დიდი ხნის განმავლობაში შენარჩეუნდეს: ეს არ აწყობს არც ევროპის ქვეყნებს, არც აშშ-ის, სადაც შემოდგომაზე შუალედური არჩევნები გაიმართება.

სწორედ ამიტომ მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს არ ჩაერთოს კონფლიქტში, მაგრამ გარკვეულწილად ისარგებლოს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით.

მოსკოვი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს არ ჩაერთოს კონფლიქტში, მაგრამ გარკვეულწილად ისარგებლოს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით

ამ კონტექსტში პესკოვის განცხადება უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია - რუსეთი ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც კონფლიქტისგან დისტანცირებული მოთამაშე, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მას აქვს მნიშვნელოვანი ინტერესები ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ეს არის კრემლის კლასიკური სტრატეგია: ოფიციალურად ნეიტრალური პოზიცია, მაგრამ პარალელურად ვითარების გამოყენება საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება