ეს არის დაშლილ - შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს გაერთიანების, ალბათ, უფრო მეტად იძულებით ქმედებაა, ვიდრე სურვილი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „პოლიტიკური პარტიების გაქრობის მიმართულებით თუ ვინმემ „იღვაწა“, ეს რადიკალები იყვნენ".
„ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“. აქ რა ნაწილია გულწრფელი და რა იძულებითი ქმედება, ალბათ, უფრო მეტად იძულებით ქმედებაა გაერთიანების, ვიდრე სურვილი. როცა საუბარია იმაზე, რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას პარტია იღებს და არა კოალიცია. ისინი და მათი მრჩევლები ხვდებიან, რომ თავიანთ ამომრჩეველს კარგავენ და რამენაირად, იქნებ, ერთიანობაში რაღაც შეინარჩუნონ. მეორე რეალური ცხოვრებაა, რომელიც ცისკარიშვილ-ჩერგოლეიშვილის ურთიერთობაში გამოსჭვივის ხოლმე ძალიან მკვახედ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, სიზუსტე უნდა იყოს დაცული, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღოს. პოლიტიკური პარტიების გაქრობის მიმართულებით თუ ვინმემ „იღვაწა“, ეს რადიკალები იყვნენ. რაც მათ საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, ეს არის მათი გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.