სახალხო დამცველი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

სახალხო დამცველი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებულთა მდგომარეობაზე და დღემდე მიმდინარე გამოძიების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

„2026 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პერე ჟოან პონს სამპიეტროს და საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებულთა მდგომარეობაზე და დღემდე მიმდინარე გამოძიების პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და დემოკრატიული გარემოს განსამტკიცებლად სახალხო დამცველის საქმიანობაზე ისაუბრა.

განიხილეს ასევე, ეუთო-ს სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება