რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 14 წლის ბავშვიც არის.
„რუსულმა ძალებმა სლავიანსკს დაარტყეს. ოკუპანტებმა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია დაბომბეს, სადაც ერთ-ერთი საბრძოლო მასალა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ორი კი - მაღალსართულიან შენობებთან ახლოს დაეცა“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და დაახლოებით ათი ავტომობილი დაზიანდა.