სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი INL-ის საერთაშორისო ბიუროს დირექტორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, პრიორიტეტებსა და უწყებების საქმიანობის მიმართულებებზე გაცვალეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ.
“2026 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების (INL) საერთაშორისო ბიუროს დირექტორს ჯეიმი შაფელბარგერს, ბიუროს მართლმსაჯულების უფროს მრჩეველს მაიკლ ვასკოსა და მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორს ეკატერინე ფოფხაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და INL-ის დირექტორმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, პრიორიტეტებსა და უწყებების საქმიანობის მიმართულებებზე გაცვალეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.