„გახარია საქართველოსთვის“ - “ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მინიმალური ხელფასის შემოღების წინააღმდეგ მისცა ხმა - ინიციატივა პარტიას "გახარია საქართველოსთვის" ჰქონდა წარდგენილი

მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანონპროექტის - ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური ხელფასი - წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები არ აღელვებს.

„მაშინ, როდესაც „ოცნების“ მაღალჩინოსნების სახლებში ოქროს ზოდები ინახება, რიგითი მოქალაქეებისთვის 1050 ლარიანი მინიმალური ხელფასის განსაზღვრა ენანება.

„ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად გვამადლიან ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მათი პირადი გამორჩენისთვისაა და არა საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის. ამიტომაც „ოცნება“ უარს ამბობს მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, საარსებო მინიმუმის გაზრდაზე, ბავშვებისთვის სასკოლო კვებით უზრუნველყოფაზე.

კეთილდღეობა, ღირსეული ანაზღაურება და ნორმალური ცხოვრების პირობები არ შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახის უპირატესობა.

კეთილდღეობა ყველას სჭირდება - ეს არის სოციალური სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება