პრემიერ-მინისტრს ვუთხარით, რომ მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიუმ 50% გაატარეს ციხეში - ისინი ციხეში არიან, ვინაიდან, პოლიტიკურ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, “ქართული ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებზე.
“განვიხილავდით ამას ყველა აქტორთან, მაგრამ ჩვენ 2024 წლის ანგარიშს ვეყრდნობით და ვფიქრობთ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ რეკომენდაციების გასაუმჯობესებლად. საშუალება მომეცით გითხრათ, რომ დღეს ზოგიერთი აქტორისგან მოვისმინეთ, რომ ვითარება, როგორც მინიმუმ, უკეთესი არაა, ვიდრე 2024 წელს.
და ორ რამეს დავამატებდი. პირველი - პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის, როგორც მინიმუმ, განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% გაატარეს ციხეში”, - განაცხადა სამპიეტრომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ხალხი პოლიტპატიმრები არიან, სამპიეტრომ განაცხადა, რომ “ჩემი როლი არაა ვთქვა პოლიტპატიმრები არიან თუ არა”.
“ვიტყვი, რომ ისინი ციხეში არიან, ვინაიდან პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ჩემი აზრით, ცალკე დიალოგი გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე მთავრობასთან. ერთმანეთს ჩვენი მეშვეობით ელაპარაკებიან”, - განაცხადა სამპიეტრომ.