ფრიდრიხ მერცი - გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ირანში ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა, უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს

ყველაზე მეტად გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ირანის წინააღმდეგ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა, უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

“ომის ყოველი დღით მეტი კითხვები ჩნდება. ყველაზე მეტად გვაწუხებს ის, რომ აშკარად არ არის ამ ომის სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა…

უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს…

სცენარი, რომელიც ვნახეთ ლიბიაში, ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, ასევე, ჩვენ გვავნებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს ენერგომომარაგებაზე და ასევე შესაძლო მიგრაციის გარშემო არსებულ ვითარებას”, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს ირანის კონფლიქტით ისარგებლოს, რათა უპირატესობა მოიპოვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

“მაშინ, როდესაც სხვა პარტნიორებს ძალები გაჰყავთ ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ იქ ვრჩებით. ტვირთის ეს გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ. ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება ირანი სად ხსნის შესაძლებლობებს”, - განაცხადა მერცმა.

მან ასევე წინააღმდეგობა გამოთქვა ენერგორესურსებზე ფასების დასაწევად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილებაზე.

“როდესაც სანქციებსა და სოლიდარობას შორის არჩევანის წინაშე ვართ, ჩვენი პოზიცია ნათელია: მხარს ვუჭერთ უკრაინას და მზად ვართ, ეს გავაგრძელოთ”, - განაცხადა მერცმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება