განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონგრესის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი.