ანონსი 12 მარტი

12 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთხი N439

(C კორპუსი, IV სართული)

12 მარტს, 12:00 საათზე, პარტია „თავისუფლების მოედანი“ ეროვნული საბჭოს სხდომას გამართავს. 15:00 საათიდან შეხვედრას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდებიან და ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გაეცნობიან. გაიმართება დისკუსია ეროვნული მასშტაბის კამპანიის შესახებაც.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

საკონტაქტო: ნათია ჩიქოვანი - 551 514 514

12 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 მარტს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12 მარტს, 15:00 საათზე, მოძრაობა „პროტესტSHE“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის თემები: „რეჟიმის მიერ გამოყენებული სასტიკი სადამსჯელო მექანიზმები პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ“; „სისხლის სამართლებრივი დევნის მცდელობები“; „სამართლებრივი უფლებების დაცვა“.

მის: ილია ჭავჭავაძის 64ბ, ევროკავშირის წარმომადგენლობა

საკონტაქტო: რუსკა მჭედლიძე 593 411 110

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა