საქართველოში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ევროპული პერსპექტივები მიატოვა, რამაც ქვეყნის შიგნით და გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია.
„აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მათ კი ევროპული პერსპექტივები მიატოვეს, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ აქ ელენე ხოშტარია დავასახელეთ, მაგრამ მასთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიული ჯგუფის უამრავი წარმომადგენელია ციხეში, რომლებმაც ხმა დემოკრატიის სასარგებლოდ აიმაღლეს“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.