ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მათ კი ევროპული პერსპექტივები მიატოვეს, რამაც ქვეყნის შიგნით და გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია

საქართველოში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ევროპული პერსპექტივები მიატოვა, რამაც ქვეყნის შიგნით და გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია.

„აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მათ კი ევროპული პერსპექტივები მიატოვეს, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ აქ ელენე ხოშტარია დავასახელეთ, მაგრამ მასთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიული ჯგუფის უამრავი წარმომადგენელია ციხეში, რომლებმაც ხმა დემოკრატიის სასარგებლოდ აიმაღლეს“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა