ტომაშ ფროლიხი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს

საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროლიხმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოზე, რადგან ის განსხვავებული ქვეყანაა. ის ქრისტიანული ღირებულებების სიმბოლოა და თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან იცავს. მას საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს“, - განაცხადა ტომაშ ფროლიხმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. „ჩვენ ვცდილობთ მათ ლექციები წავუკითხოთ და ხალხს მთავრობის წინააღმდეგ აქციებისკენ მოვუწოდებთ. ამას კი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ვაკეთებთ. 4 მილიონიან ქვეყანაში 3000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

ფაქტებს შევხედოთ - 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს უსწრებენ. ეკონომიკის თვალსაზრისით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება