ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალებმა თეირანთან ახლოს მდებარე ტალეღანის კომპლექსს დაარტყეს, სადაც ირანის რეჟიმი „ბირთვული შესაძლებლობის განვითარებაზე მუშაობდა“.

„რეჟიმი ობიექტს ასაფეთქებელი საშუალებებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალები ობიექტზე დარტყმებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება