ლევან ბეჟაშვილი - ჩვენთვის გამოწვევა იქნება, ვეთანამშრომლოთ თითოეულ ქვეყანას, რომ დაიწყოს ამ მექანიზმების რეალიზება და გამოძიება შეეხოს არა მარტო ივანიშვილს და სხვა ლიდერებს, არამედ მათ, ვინც უშუალოდ ჩართული იყო დანაშაულებში

ჩვენთვის გამოწვევა იქნება, ვეთანამშრომლოთ თითოეულ ქვეყანას იმისთვის, რომ დაიწყოს ამ მექანიზმების რეალიზება და გამოძიება შეეხოს არა მარტო ბიძინა ივანიშვილს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ იმ კონკრეტულ პირებსაც ვინც უშუალოდ ჩართული იყო დანაშაულებში, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ საქართველოს შესახებ გაცემული დასკვნის განხორციელებაზე.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით დასკვნაში არის საუბარი, ეს არის უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპი.

„გვესმის, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ხანგრძლივი პროცედურები აქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ წევრ ქვეყნებთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ ცალკეული ქვეყნების სამართლებრივი მართლმსაჯულების დონეზე მოხდეს ამ დოკუმენტის რეალიზება, ეს იქნება საგამოძიებო ორგანოები, მართლმსაჯულების ორგანოები - ამაზე აქტიურად ვითანამშრომლებთ. გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია ისეთ ტერმინებზე, როგორიცაა „რეჟიმი“, „წამება“, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე დანაშაულის კონკრეტული სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციაა, ამიტომ ამ მხრივაც ჩვენთვის გამოწვევა იქნება, რომ ვეთანამშრომლოთ თითოეულ ქვეყანას იმისთვის, რომ დაიწყოს ამ მექანიზმების რეალიზება და გამოძიება შეეხოს არა მარტო ბიძინა ივანიშვილს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ იმ კონკრეტულ პირებსაც ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ დანაშაულებში. ამიტომ ეს დოკუმენტი იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ დანაშაულების განხორციელებაში, [დადგეს]მისი პასუხისმგებლობის საკითხი სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, არამარტო საერთაშორისო სამართლის დონეზე მოხდეს მათზე რეაგირება.

[აღძრული] საქმეები, ბუნებრივია, არსებობს, უბრალოდ, საზოგადოებასაც რომ ჰქონდეს ინფორმაცია, ჩვენც ვითვალისწინებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროცედურები საკმაოდ მოცულობითია, დეტალურია და დროში გაწერილია, ამიტომ ჩვენ, ბუნებრივია, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან გვექნება კომუნიკაცია, მივაწვდით დამატებით მტკიცებულებებს, საბუთებს. ამავდროულად, ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ კუთხით იქნება, რომ უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე ვეთანამშრომლოთ წევრ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ მათ დონეზე ბევრად უფრო ეფექტურად და სწრაფად მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის საკითხის დასმა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა