ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტებით და სულ მცირე ხუთი დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წყაროებმა ერაყის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოცემას განუცხადეს, რომ თავდასხმა ყველაზე ინტენსიური იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელსა ირანს შორის ომი დაიწყო.
თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა, რომ დაინახა სულ მცირე სამი დრონი, რომლებიც საელჩოს მიმართულებით მიემართებოდნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი მათგანი ჩამოაგდო, მესამე კი საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა, სადაც ცეცხლი გაჩნდა.
მანამდე, საელჩომ ერაყში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაში გაავრცელა და გააფრთხილა, რომ „ირანის მოკავშირე ტერორისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა“ ბაღდადის ცენტრში საერთაშორისო ზონას არაერთხელ შეუტიეს.