ვოლოდიმირ ზელენსკი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დიალოგზე - მას აქვს ის, რაც მე მჭირდება და მე მაქვს ის, რაც მას სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დიალოგისთვის მზადაა.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ირანს Shahed-ის დრონების გაუმჯობესებაში დაეხმარა მას შემდეგ, რაც უკრაინა იარაღის საცდელ პოლიგონად გამოიყენა.

„ამ დრონებთან საშინელი გამოცდილება გვქონდა. ყოველ დღე 350 -500 ირანული დრონი, Shahed-ები გვიტევდა, ყოველ დღე და ღამე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას დრონების მოგერიებასან დაკავშირებით „უზარმაზარი ცოდნა აქვს მიღებული ბრძოლის ველზე“.

ნეთანიაჰუსთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ შესაძლო საუბართან დაკავშირებით მიმართა და რომ ის ამისთვის მზადაა.

„მას (ნეთანიაჰუს) აქვს ის, რაც მე მჭირდება და მე მაქვს ის, რაც მას სჭირდება. ამიტომ, მზად ვარ ამ დიალოგისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს