„თალიბანის“ მთავრობის განცხადებით, ქაბულის  საავადმყოფოზე პაკისტანის საჰაერო დარტყმის შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციის საავადმყოფოზე პაკისტანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო დარტყმის სამიზნე ომიდის სარეაბილიტაციო 2 000 საწოლიანი საავადმყოფო იყო.

„საავადმყოფოს დიდი ნაწილი განადგურებულია და არსებობს შიში, რომ მსხვერპლი დიდია. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 400-ს მიაღწია, ხოლო 250-მდე დაშავდა“, - განაცხადა ჰამდულა ფიტრატმა.

მისი თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად და დაშავებულების გადასარჩენად მუშაობენ.

პაკისტანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავღანელი „თალიბების“ ბრალდება „ფაქტების დამახინჯებული გაშუქებაა“. უწყების მტკიცებით, პაკისტანის სამიზნე სამხედრო ობიექტები და ტერორისტების მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა იყო.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს