აბუ დაბიში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

აბუ დაბის მედია ოფისის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პაკისტანის მოქალაქე დაიღუპა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დილით დრონით თავდასხმის შედეგად შაჰის ნავთობის საბადოს ტერიტორიასა და ფუჯაირას ნავთობის ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გაჩნდა.

ასევე, ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ინფორმაციით, ფუჯაირას პორტთან ახლოს ტანკერს ჭურვი მოხვდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და გემმა მცირე დაზიანება მიიღო.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს