დონალდ ტრამპი ჩინეთში სი ძინპინთან შეხვედრის გადადებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის გამო, მარტის ბოლოს ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადებას გეგმავს.

„ჩვენ ვთხოვეთ, რომ, დაახლოებით, ერთი თვით გადავდოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ის ომის ზედამხედველობისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.

„ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ტრამპმა სი ძინპინზე საუბრისას.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეხვედრის გადადების მიზეზი არ იქნება ვაშინგტონის თხოვნა, რომ პეკინმა დახმარება გაუწიოს სპარსეთის ყურეში ან რაიმე სავაჭრო უთანხმოება.

„პრეზიდენტს სურს ვაშინგტონში დარჩენა საომარი ძალისხმევის კოორდინაციისთვის. ასეთ დროს საზღვარგარეთ მოგზაურობა შესაძლოა ოპტიმალური არ იყოს“, - აღნიშნა ბესენტმა.

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა, ამ დროისთვის, 31 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდშია დაგეგმილი.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს