ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - ჰორმუზის სრუტე ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ადრე

ჰორმუზის სრუტე ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ადრე, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ისინი რაკეტებს უშვებენ, დაფრინავენ და ჩვენ უბრალოდ უნდა დავსხდეთ და საპასუხოდ არაფერი გავაკეთოთ? ეს ჩვენი ბუნებრივი უფლებაა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე „მსოფლიოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მთავარი სტრატეგიული ბლოკადის პუნქტია“.

„მაგრამ, შეხედეთ ამერიკელებისა და სიონისტური რეჟიმის მიერ დაშვებულ ამ სტრატეგიულ შეცდომას. მათ მიერ დაგებულმა ხაფანგმა და გამოვლენილმა დაუდევრობამ ეს პოტენციალი რეალობად აქცია. ეს მაღალი რისკის მქონე შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ღალიბაფმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს