სახალხო დამცველი - ყველაფერს აკეთებენ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილური იყოს, საბოლოოდ, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან - ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვთ

იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ბევრი ადამიანი უკავშირდება და შეწუხებულები არიან პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, ბევრი ადამიანი მიკავშირდება და შეწუხებულია ამ ამბით. ბუნებრივია, ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს, საბოლოოდ, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამის იმედი მაქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს