უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ნანუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.

„სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველებს გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი“ როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ”,- წერს ნანუაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ნანუაშვილი უწყებაში დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს