ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებისა და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

დაუნინგ სტრიტზე აღნიშნეს, რომ ლონდონს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც ეწვევა, რათა სტარმერთან და ზელენსკისთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.

ამასთან, ესპანური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მადრიდში ჩავა, სადაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს